7-04-2021
საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემური ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს.
მცხეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებმა საგურამოს საჯარო სკოლაში რიგით მესამე ტესტირება ჩაატარეს. მანამდე ჩატარებული ორი ტესტირებიდან, ვირუსი არავის გამოვლენია.
სავალდებულო ტესტირება, რომელსაც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს, სკოლებში ორ კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე ტარდება. შედეგად, საკუთარ ჯანმრთელობას აკონტროლებს 2085 საჯარო და 300-მდე კერძო სკოლის პედაგოგი, რაც მათი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია.