გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი CNFA აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

7-04-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციის „სოფლის მეურნეობაში ახალი საზღვრების დადგენა“ (CNFA) აღმასრულებელ დირექტორს, ტობიას მიუნხმეიერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობა შეაფასეს და CNFA-სთან სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები განიხილეს.

ლევან დავითაშვილმა CNFA-ის აღმასრულებელ დირექტორს დაცული ტერიტორიებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით გახორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები გააცნო. მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში, პანდემიით გამოწვეული რთული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, დაცული ტერიტორიების ფართობი საგრძნობლად გაიზარდა და ტერიტორიებზე არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურა განახლდა.

როგორც შეხვედრაზე ტობიას მიუნხმეიერმა განაცხადა, CNFA საქართველოში დაცული ტერიტორიების განვითარების სტრატეგიების შემუშავებას, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის და რეინჯერის ინსტიტუტის გაძლიერებას შეუწყოს ხელს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930