8-04-2021
„მინდა, გამოვეხმაურო მაისში დაგეგმილი აქციის სამზადისს. ამ პროცესში აქტიურად ვარ ჩართული, არამარტო ჩემი სამაჟორიტარო ოლქის, არამედ მთელის საქართველოს მასშტაბით.
საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი, რომ ჩვენ გვაქვს პარტია, „პროგრესი და თავისუფლება“ და ვეცდებით ჩვენი მხარდამჭერების დარწმუნებას, რომ გამოვიდნენ და ჩვენთან ერთად დააფიქსირონ საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია 15 მაისის მშვიდობიან აქციაზე.
ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არათუ ვემხრობი, არამედ რევოლუციების წინააღმდეგი ვარ. ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი, გარდა ხელისუფლების წნეხისა და პანდემიისა, თუ რატომ არ გამოდის ხალხი მასობრივად ქუჩაში, ეს არის არეულობისა და რევოლუციის შიში. თუმცა, ვფიქრობ, სამოქალაქო პროტესტი სწორედ რევოლუციის თავიდან ასაცილებლად არის საჭირო. რევოლუციას აქვს თავისი ფორმულა - როცა ხალხს აღარ სურს ისეთ სიდუხჭირეში ცხოვრება, როგორშიც ახლაა, მაგრამ ხელისუფლებას არ შესწევს უნარი, ვითარება უკეთესობისკენ შეცვალოს, გროვდება რევოლუციური მუხტი. დემოკრატიულ საზოგადოებაში არჩევნები არსებობს იმიტომ, რომ რევოლუციები არ მოხდეს. სწორედ ამიტომ უნდა გამოვიდეთ 15 მაისს და ერთად მოვითხოვოთ ახალი არჩევნები, რათა ავირიდოთ თავიდან რევოლუციური მუხტის დაგროვება ქვეყანაში“ - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.