გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მთავრობამ „მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება დაამტკიცა

8-04-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული დადგენილება ითვალისწინებს მიწის ბალანსის შედგენას, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვას და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას. დადგენილება ხელს შეუწყობს მიწის ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რაციონალურ გამოყენებასა და დაცვის უზრუნველყოფას.

მონაცემთა ერთიან ბაზაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიხედვით მოხდება, სადაც აღირიცხება მათი საკადასტრო მონაცემებიც.
დადგენილების თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის მიწის ფართობების მონაცემები აღნიშნული ტერიტორიების ოკუპაციამდე არსებული მდგომარეობით აისახება. საქართველოს მიწის ბალანსის შედგენა და, შესაბამისად, მისი სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვის წარმოება 2004 წლის შემდეგ არ მომხდარა.

„მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილება შემუშავებულია „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.

მიწის ბალანსი იქნება საჯარო და საბოლოო ვერსია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდებზე (www.mepa.gov.ge, www.land.gov.ge), 2024 წლის 1 ივლისამდე გამოქვეყნდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930