9-04-2021
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ, დეპუტატებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა.
არჩილ თალაკვაძემ და პარლამენტის წევრებმა მემორიალი სიმბოლურად - ტიტებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. 32 წლის წინ, საბჭოთა არმიამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.