9-04-2021
წელს 9 აპრილი, ონის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა.
8 აპრილს მოეწყო ამ დღისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება. ფილმის ბოლოს მონაწილეებმა ყვავილებით და ანთებული სანთლებით 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან გადაინაცვლეს და პატივი მიაგეს თავისუფლებას შეწურული გმირების ხსოვნას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, მოადგილე ეკა მაისურაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლის მოსწავლეები. მოსწავლეებმა სიმღერებით კიდევ ერთხელ პატივს მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას
9 აპრილს კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილების თაიგულებით შეამკეს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი.
დღეს 19. 00 საათზე, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გაიმართება კონცერტი სახელწოდებით "ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი".