9-04-2021
„საქართველოს მთავრობის სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ სამეფო ოჯახს და ვიზიარებ ბრიტანელი ხალხის მწუხარებას პრინც ფილიპეს გარდაცვალების გამო",-ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.
„გამოვთქვამ დიდ მწუხარებას მისი სამეფო უდიდებულესობის, ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპეს გარდაცვალების გამო. საქართველოს მთავრობის სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ სამეფო ოჯახს და ვიზიარებ ბრიტანელი ხალხის მწუხარებას"-,წერს პრემიერ-მინისტრი.