გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ფინანსთა სამინისტროს შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა

10-04-2021

ფინანსთა სამინისტროს შენობაზე, 2021 წლის 10 აპრილს გლოვის ნიშნად, საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.

სახელმწიფო დროშები, ასევე, დაეშვა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სსიპ-ების ადმინისტრაციულ შენობებზე, საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე, მომსახურების სერვისცენტრებისა და გაფორმების ეკონომიკური ზონების შენობებზე.

2021 წლის 7 აპრილს, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ტრაგიკულად დაღუპვის გამო, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930