12-04-2021
გუდამაყრის ხეობაში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარე არაგვის ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც 6 სოფელი გარე სამყაროს მოწყდა.
მდინარის ადიდებამ საავტომობილო გზა დააზიანა, რის შედეგადაც სოფლებამდე მიღწევა მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ხაზები და სოფლის მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ადგილზე აღდგენითი სამუშაოები წყლის დონის დაწევის შემდეგ დაიწყება.