გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი გამოცხადდა

12-04-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდმა ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი გამოაცხადა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს კონკურსი უპრეცედენტოდ მაღალი, 8 მლნ ლარით ფინანსდება და მოიცავს ისეთ სამეცნიერო მიმართულებებსა და დარგებს, რომლებიც ევროპული კვლევების საბჭოს კლასიფიკაციითაა დადგენილი.

ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი და საინფორმაციო-ტექნოლოგიური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ კონკურსის მთავარ ამოცანას ახალი იდეებისა და კონცეფციების შესწავლა-ანალიზი წარმოადგენს. ამასთანავე, კონკურსი ხელს შუწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, სამეცნიერო კვლევების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებასა და ინტერნაციონალიზაციას.

სამეცნიერო პროექტებში ახალგაზრდა მეცნიერების მოტივაციის ასამაღლებლად ახალი ბერკეტები გაჩნდა, გაიზარდა ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება, რაც სხვადასხვა თაობის მეცნიერთა აქტიური თანამშრომლობისთვის დამატებითი მოტივაციაა.

განახლებული კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროექტებია საერთაშორისო ექსპერტების მიერ შეფასდებ. ამასთან, არა მხოლოდ კონკურსის დებულება, არამედ საკონკურსო პირობები და სამეცნიერო პროექტების შეფასების კრიტერიუმები შეიცვალა და დაიხვეწა. განხორცილებული ცვლილებები სამეცნიერო პროექტების ზუსტი და სიღრმისეული შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი ქართველი მეცნიერებისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა მსოფლიოს სამეცნიერო სივრცესთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930