გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილი: დამტკიცების შემთხვევაში მზად ვარ, საპარლამენტო მანდატი დავტოვო

12-04-2021

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისმა ოჯახის წევრმა სახელმწიფოსგან მიწის ნაკვეთები მიიღო.

მისივე განცხადებით, ეს არის პარტიული ტელევიზიების მიზანმიმართული კამპანია, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და თუ ისინი თუნდაც ერთ საეჭვო, კანონსაწინააღმდეგო დოკუმენტს დაადასტურებენ, ის მზად არის, არა მხოლოს კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია, არამედ საპარლამენტო მანდატიც დატოვოს.

„ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის პარტიული ტელევიზიების მიერ მიზანმიმართული კამპანია, რომ სცადონ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ჩემს ოჯახს, ჩემს სიმამრს სახელმწიფოსგან არც სასყიდლით და არც უსასყიდლოდ არანაირი მიწის ნაკვეთი არ მიუღია და ის ყველაფერი, რასაც ამბობენ, არის ტყუილი. მე ვთავაზობ წარმოადგინონ დოკუმენტაცია და თუ ისინი თუნდაც ერთ საეჭვო კანონსაწინააღმდეგო დოკუმენტს დაადასტურებენ, მე რა თქმა უნდა მზად ვარ, დაუყოვნებლივ დავტოვო როგორც კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია, ასევე საერთოდ საპარლამენტო მანდატი, ვინაიდან ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ადამიანი მუშაობდეს და წარმოადგენდეს ხალხს შელახული რეპუტაციით“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930