გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი იმამურა აკირას შეხვდა

12-04-2021

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. ხაზი გაესვა ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პოტენციალს და ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გააქტიურების საკითხს.

დიპლომატთან შეხვედრისას მხარეებმა ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრეს. მიმოიხილეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება.

იაპონიის ელჩმა აღნიშნა, რომ აუცილებელია პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმებას მიაღწიონ და ქვეყანამ რეფორმების განხორციელება განაგრძოს.

იმამურა აკირამ იაპონიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა. ელჩი ხვალ საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ნიქოზს ეწვევა.

„იაპონია მაგალითია განვითარებადი ქვეყნებისთვის თუ როგორ უნდა შეძლო ეროვნული თანხმობის მიღწევა და როგორ უნდა განავითარო საკუთარი ეკონომიკა ისე, რომ ომის შედეგად დანგრეული ქვეყანა, ძალიან მალე მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან და უდიდეს ეკონომიკის მქონე ქვეყნად გახადო. მრავალი წელია იაპონის მთავრობის დახმარებით საქართველოში ხორციელდება პროექტები ინფრასტრუქტურის, განათლების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და სხვა სფეროებში, როგორც დიპლომატმა აღნიშნა, მათ აქვთ გეგმები, რომ საქართველოში ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით ჩაიდოს ინვესტიციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის - განაცხადა სოზარ სუბარმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930