გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ რენეში საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია დაიწყო

13-04-2021

კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზემო რენეში არსებული საბავშვო ბაღის შენობის დემონტაჟის სამუშაოები უკვე დაიწყო.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 30 წელია არსებული საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს და მშობლებს ბავშვები მეზობელი სოფლების საბავშვო ბაღებში დაყავთ. ადმინისტრაციულ ერთეულში 8 სოფელი შედის - მათგან 4 გამყოფი ხაზის პირა სოფელია, ხოლო 3 კი მაღალმთიანი.

"შენობის რეკონსტრუქციის შემდეგ, თანამედროვე სტანდარტებს დაქვემდებარებულ და აღჭურვილ საბავშვო ბაღში შესაძლებელი გახდება 50-მა ბავშვმა კომფორტულ გარემოში-სკოლამდელი განათლება მიიღოს. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ამასთან შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილებიც.

ჩვენი პრიორიტეტია მომავალი თაობის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში აღზრდა.

მიმდინარე წელს დასრულდება სოფელ იგოეთის, გრაკალის და სადგურ მეტეხის ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა, ასევე სოფელ ქვემო ჭალის საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია" - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

პროექტის სამუშაოების ღირებულება 684 112 ლარია და ფინანსდება რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930