გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: პოლიტსაბჭოს წევრები გარკვეული პრინციპით შევარჩიეთ

1-05-2018

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევისას პოლიტსაბჭოს მოქმედმა წევრებმა გარკვეული პრინციპით იხელმძღვანელეს.
მისივე თქმით, წევრებად შეირჩა ორი მინისტრი, პარლამენტის სპიკერები, ფრაქციის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები და ასევე ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე. 

„ახალ შემადგენლობაში არ არის წარმოდგენილი არც ერთი კომიტეტის თავმჯდომარე. გარკვეული პრინციპი იყო შეთანხმებული, რომ პარლამენტიდან იქნებოდა სპიკერატი.
ამასთან, პარტიის წარმომადგენელი პარლამენტში, იცით თქვენ, რომ არის ფრაქცია, მე ვარ ამიტომ პოლიტსაბჭოში და ჩემი ორი მოადგილე - დიმიტრი სამხარაძე და ირაკლი ტრიპოლსკი, ასევე გადავწყვიტეთ, რომ ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელი ყოფილიყო პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში და ორი მინისტრი“- განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ საბჭოს წევრობის კანდიდატთა ვინაობა გახდა ცნობილი. ესენი არიან: ბიძინა ივანიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ვოლსკი, ილია ნაკაშიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მაია ცქიტიშვილი, სოზარ სუბარი, დავით საგანელიძე, კახა კალაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30