გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელმა ცნობილ ენათმეცნიერს დამანა მელიქიშვილს დედაენის დღე მიულოცა

14-04-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ცნობილ ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, დამანა მელიქიშვილს ეწვია და დედაენის დღე მიულოცა.

დამანა მელიქიშვილი 1978 წლის 14 აპრილს განვითარებული მოვლენების მომსწრე და თვითმხილველია. ის, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, საპროტესტო მოძრაობაში ჩართულ სტუდენტებს დიდ მხარდაჭერას უწევდა.

მიხეილ ჩხენკელმა და დამანა მელიქიშვილმა ქართული ენისათვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭების საქმეში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საზოგადოებაში სწორედ ამ დღეს გაჩნდა ის მუხტი, რომელმაც საბოლოოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოიტანა.

დამანა მელიქიშვილს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართველოლოგიური საკითხების, ქართული ზმნისა და ქართული ფილოსოფიური ენის შესწავლის საქმეში. იგი არის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. მიღებული აქვს არაერთი საპატიო ჯილდო, მათ შორის, ღირსების ორდენი და დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930