გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ხანიშვილი: ვაქცინაცია არის ერთადერთი სწორი გამოსავალი, რომელსაც შეუძლია საზოგადოება დაიცვას და უმოკლეს ვადებში შევძლოთ გახსნილი ეკონომიკის პირობებში ცხოვრება

14-04-2021

საქართელოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ხანიშვილის განცხადებით, ვაქცინაცია ერთადერთი სწორი გამოსავალია საზოგადოების დაცვისა და გახსნილი ეკონომიკის პირობებში ცხოვრებისათვის.

„ვაქცინაცია არის ერთადერთი სწორი გამოსავალი, რომელსაც შეუძლია საზოგადოება
დაიცვას და უმოკლეს ვადებში შევძლოთ გახსნილი ეკონომიკის პირობებში ცხოვრება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, რომელიც დღეს AstraZeneca - ს ვაქცინით აიცრა.
„მადლობას ვუხდი ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სამედიცინო პერსონალს. თავს ვგრძნობ კარგად. მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, დარეგისტრირდნენ და აიცრან, რათა მაქსიმალურად სწრაფად დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930