გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ღიბრაძე: ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გასაგრძელებლად, პრემიერის დავალებით, ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინაციის გაფართოების გეგმა წარადგინა

14-04-2021

"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ წარადგინა ვაქცინაციის გაფართოების გეგმა, რომელიც უწყებამ პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიმუშავა. გეგმის შესაბამისად, ვაქცინაციაში ჩართული პრიორიტეტული ჯგუფები ეტაპობრივად გაიზრდება, რათა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის პროცესი კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდეს",- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში საქართველო ვაქცინების დამატებით დოზებს მიიღებს.

"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ წარადგინა ვაქცინაციის გაფართოების გეგმა, რომელიც უწყებამ პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიმუშავა. გეგმის შესაბამისად, ვაქცინაციაში ჩართული პრიორიტეტული ჯგუფები ეტაპობრივად გაიზრდება, რათა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის პროცესი კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდეს.

როგორც თქვენთვის ცნობილია, პრემიერ-მინისტრის დავალებითა და უშუალო ჩართულობით, გრძელდება ინტენსიური მოლაპარაკებები, რის შედეგადაც, ქვეყანა უახლოეს მომავალში ვაქცინების დამატებით დოზებს მიიღებს, რაც ვაქცინაციის პროცესის უწყვეტად წარმართვას უზრუნველყოფს.

საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების კუთხით არსებულ ტენდენციაზე და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მოქმედი რეგულაციების ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობას, რათა საჭირო არ გახდეს მკაცრი შეზღუდვების დაწესება"-განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930