15-04-2021
პარლამენტის თავჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნატო-ს გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის სექტემბრამდე ეტაპობრივად დასრულდება ავღანეთის მისია და ქართელი ჯარისკაცები, რომლებიც ამ მისიის ფარგლებში მსახურობდნენ, სამშობლოში დაბრუნდებიან.
"ნატო-ს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის სექტემბრამდე ეტაპობრივად დასრულდება ავღანეთის მისია. ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც მსახურობენ ამ მისიის ფარგლებში, ნატოსთან შეთანხმებული განრიგით ასევე დატოვებენ ავღანეთს და სამშობლოში დაბრუნდებიან.
მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს სამხედრო მოსამსახურეს, რომლებმაც დასავლელი პარტნიორების მხარდამხარ ღირსეულად იმსახურეს მსოფლიოს ამ ყველაზე ცხელ წერტილში.
განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ იმ გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს საქართველოსა და მსოფლიოში მშვიდობის დასაცავად" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.