15-04-2021
ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, მოადგილეებთან ერთად რაჭა-ლეჩხუმ - ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ბექა ოშხერელს და გენერალურ მდივანს ერმილე ჩიტალაძეს შეხვდნენ.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის მასშტაბით ფეხბურთის სფეროში არსებულ პრობლემური საკითხებს.
ბექა ოშხერელმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნო სამომავლო გეგმები, მიზნები და პერსპექტივები,რომლებიც ფეხბურთის განვითარებას უკავშირდება.
"აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ ონში იგეგმება ონის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო სკოლის ჩამოყალიბება, ასევე საბავშვო სპორტული ფესტივალის ჩატარება, რომელიც სპორტული ტურიზმის განვითარებას და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას შეუწყობს ხელს" - აცხადებენ მერიაში.