გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ხუციშვილი: ევრობონდებზე დაბალი საპროცენტო განაკვეთის დაფიქსირებით, ბიუჯეტი მომდევნო 5 წელი დაზოგავს, დაახლოებით, 350 მილიონ ლარს

16-04-2021

ევრობონდებზე დაბალი საპროცენტო განაკვეთის დაფიქსირებით ბიუჯეტი დაზოგავს, დაახლოებით, 350 მილიონ ლარს, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.


როგორც მან აღნიშნა, ეს შედეგი საქართველოს ეკონომიკის, მისი მაკროეკონომიკური მიმართულებების როგორც ფისკალური, ასევე მონეტარული მმართველობის ხარისხის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა.


„მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე, ახალი ობლიგაციებით, მოხდა ფაქტობრივად რეფინანსირება 2011 წელს გამოშვებული ევრობონდებისა, რომლის საპროცენტო განაკვეთი, დაახლოებით, 2,5-ჯერ უფრო მაღალი იყო - 6,875% და რომლის დაფარვაც განხორციელდა მიმდინარე წლის 12 აპრილს. აქ მნიშვნელოვანია, ასევე, ბიუჯეტის მხრივ კონკრეტული ეკონომიები. კერძოდ, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იმის გამო, რომ საპროცენტო განაკვეთი არის გაცილებით დაბალი, ბიუჯეტი დაზოგავს, დაახლოებით, 350 მილიონ ლარს," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930