გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

19-04-2021

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა წყნეთის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველასVII კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, თემქის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ჩარგლის, გუდამაყრის, თიანეთის, ბუაჩიძის ქავთარაძის, მარიჯანის, გაბაშვილის, სანდრო ეულის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას, ხოლო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე მეტრო „დიდუბე“- ს მიმდებარე ტერიტორიის, წერეთლის გამზირის, ცოტნე დადიანის, ხვინგიას, ცისარტყელას, ტრანსპორტის, სოლომონ ქურდიანის, კარალეთის, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის, ნინუას, ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის, ზესტაფონის, ფეიქართა და ქსნის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას გრიშაშვილის, ავთანდილის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მოსახლეობა, 10:00 საათიდან11:00 საათამდე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას II, VII კვარტლების, ჯურხა ნადირაძის, პეტრე ქავთარაძის, მარიჯანის და თავხელიძის ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე მეფე მირიანის, გოთას, შარტავას და ქვემო ვეძისის ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ანაპის 414-ე დივიზიის და ურეკის ქუჩებისმოსახლეობა, ხოლო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე რუსთავის გზატკეცილის და სადგურის ქუჩის მოსახლეობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930