გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რაჭაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მონიტორინგი მიმდინარეობს

19-04-2021

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ მავნებლის საწინააღმდეგოდ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორთან, პაპუნა მარგველაძესთან ერთად განიხილა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების მაქსიმალური ეფექტურობისთვის უმნიშვნელოვანესია კოორდინირებული მუშაობა.

დასავლეთ საქართველოში, მათ შორის რაჭის რეგიონში, მავნებლის გავრცელების არეალისა და მასშტაბის დადგენის მიზნით, მონტაჟდება მონიტორინგის სისტემები. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პირველ ეტაპზე დაგეგმილია წერტილოვანი წამლობები; მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, ჩატარდება თერმული ნისლით წამლობა.

ფუტკრის დაცვის მიზნით, სააგენტოს სპეციალისტებმა საკონსულტაციო შეხვედრები გამართეს მეფუტკრე ფერმერებთან, რომელთაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მავნებლის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებებისა და ფუტკრის დასაცავად შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ.

მეფუტკრეებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.parosana.ge და SMS შეტყობინების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია წამლობის დაწყებისა და განხორციელების ვადებზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930