გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრეზიდენტის რეზიდენციაში შარლ მიშელის დოკუმენტს პარტიების უმრავლესობამ ხელი მოაწერა

19-04-2021

პრეზიდენტის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს -„საქართველოს სამომავლო გზა“ , პოლიტიკური პარტიების უმრავლესობამ ხელი მოაწერა.

დოკუმენტს ხელი "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" არ მოაწერა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს დავით ბაქრაძემ, ალეკო ელისაშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, შალვა პაპუაშვილმა, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ, არჩილ თალაკვაძემ და გიორგი ვაშაძემ.

ღონისძიებას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი ესწტებოდნენ.

ხელმოწერის ცერემონიალს ონლაინ-ფორმატში შარლ მიშელი ესწრებოდა, რომლის განცხადებითაც, ის 20 აპრილს საქართველოს ეწვევა.

შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმების ახალი დოკუმენტი 18 აპრილს წარუდგინა, რომლის თანახმადაც, თუ მმართველი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

ასევე, დოკუმენტის თანახმად, პოლიტიკურ ჭრილში გადატანილი სისხლის სამართლის საკითხი უნდა გადაიჭრას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930