20-04-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VI, VII კვარტლების, ყაზბეგის გამზირის, ნუცუბიძის პლატოს I, II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ფერდობის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, გია რომელაშვილის, ფეიქართა, ქსნის, პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, გალაკტიონ ტაბიძის, მაჩაბელის, ასათიანის, დადიანის, გიგა ლორთქიფანიძის, ლერმონტოვის, მინდელის, გამრეკელის, გაბაშვილის და ქავთრაძის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ელენე ახვლედიანის, ხევის, ბახტრიონის, გამრეკელის, სულხან ცინცაძის და კუტუზოვის ქუჩების მოსახლეობა, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შარტავას და იოსებიძის ქუჩების მოსახლეობა, ხოლო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე რკინიგზის ჩიხის მოსახლეობა.