20-04-2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით კოვიდთან დაკავშირებით იმუნიზაციის მოდულს შესაბამისი სეგმენტი დაემატა, სადაც ადამიანები თავიანთი სურვილით რეგისტრირდებიან.
მისივე განცხადებით, შექმნილ პორტალს საინფორმაციო დანიშნულება აქვს და მათი სურვილია გაირკვეს ქვეყანაში რამდენ ადამიანს უნდა აცრა და რომელ ვაქცინაზე აკეთებენ აქცენტს.
„კოვიდის პერიოდში, როცა ჩვენ ქვეყანაში ვაქცინაცია დავიწყეთ, მომზადდა და დაემატა შესაბამისი სეგმენტი კოვიდთან დააკავშირებით იმუნიზაციის მოდულს, სადაც ადამიანები რეგისტრირდებიან უკვე ვის როდის უნდა აცრა და ასე შემდეგ. შექმნილ პორტალს საინფორმაციო დანიშნულება აქვს, ანუ გვინდა გაირკვეს ქვეყანაში რამდენ ადამიანს უნდა აცრა, რომელ ვაქცინებზე აკეთებენ აქცენტს“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.