20-04-2021
თბილისში, ნასიძის ქუჩაზე ერთი პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
თავდამსხმელს, რომელიც „გლოვო“-ს ლოგოს მატარებელი მოპედით გადაადგილდებოდა, ორ ადგილობრივთან შელაპარაკება მოუვიდა.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ლევან ათანელიშვილს ფეხის არეში ორი ტყვია აქვს მოხვედრილი და დაჭრილი „ხეჩინაშვილი“-ს კლინიკაშია გადაყვანილი.
თავდამსხმელი მოპედის მძღოლი სამართალდამცავებმა დააკავეს. თვითმხილველების განცხადებით მოპედის მძღოლი ნაცემია.
ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები ამ დრომდე რჩებიან და მიმდინარეობს გამოძიება.