გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილმა მოლაპარაკების პროცესში ჩართულობისთვის შარლ მიშელს, კარლ ჰარცელს და კელი დეგნანს მადლობა გადაუხადა

20-04-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკური გუნდის სახელით, მოლაპარაკების პროცესში ჩართულობისთვის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანს მადლობა გადაუხადა.

„მე მინდა ჩვენი მთავრობის, პოლიტიკური გუნდის სახელით ბატონ მიშელს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. ასევე, მინდა ბატონ ელჩს, კარლ ჰარცელს დიდი მადლობა გადავუხადო რამდენიმე თვის განმავლობაში მისი პირადი ჩართულობისთვის. მანამდეც, ფასილიტაციის პროცესში აქტიურად იყო ჩართული და ძალიან წარმატებით მონაწილეობდა ამ პროცესში. დიდი მადლობა ამისთვის, ბატონო კარლ. ასევე დიდი მადლობა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს მისი ჩართულობისთვის და ყველას დიდი მადლობა ამ დღისთვის",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930