გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შარლ მიშელი - ამ შეთანხმების საფუძველზე ძლიერი ვალდებულებები იქნა ნაკისრი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა შეასრულებს თავის წილ საქმეს

20-04-2021

ამ შეთანხმების საფუძველზე ძლიერი ვალდებულებები იქნა ნაკისრი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა შეასრულებს თავის წილ საქმეს, - ამის შესახებ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

შარლ მიშელი დარწმუნებულია, რომ ნაკისრი ვალდებულებები შესრულდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ნაკისრი ვალდებულებები შესრულდება. აქ ნდობის საკითხიც იჩენს თავს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ამაში, რადგან სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერთან ბოლო საათებისა და დღეების განმავლობაში განვიხილე საკითხი და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კეთილი ნება ძლიერია სწორი მიმართულებით ნაბიჯების გადასადგმელად, ხოლო სწორი მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა ამ შეთანხმების განხორციელებაზე გადის", - განაცხადა შარლ მიშელმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930