გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკა მელია: გულდაწყვეტილი, გაწბილებული და მოტყუებული ვარ

21-04-2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობი“-ს თავჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, გირაო არავინ არ უნდა გადაიხადოს და მისი პოზიცია ურყევია.

მისივე განცხადებით, იგი გულდაწყვეტილი და გაწბილებულია იმის გამო, რომ ამ შეთანხმების მიღმა ზეპირსიტყვიერად გარიგება შედგა, რომ მელიამ გირაო უნდა გადაიხადოს.

„იდეას მე არ ვუღალატებ. ამ იდეისთვის ხალხი სიცოცხლეს წირავს, არათუ თავისუფლებას. არადა როგორ ვეხვეწე ჩემ კოლეგებს, დიდ ნაწილს, სასამართლო პროცესზე, რომ ამ ბრძოლაში არ მიეცათ ჩემი თავისუფლებით ვაჭრობის უფლება და არ უნდა ვექციე ვაჭრობის საგნად. გამოვიდა, რომ ჩემი ურყევი პოზიცია, რომ არც მე და არც არავინ არ უნდა გადაიხადოს ეს გამოსასყიდი, იშვიათი გამონაკლისის გარდა ჩემი ეს პოზიცია არავინ დაიცვა. ეს არის ფაქტი, ძალიან მიჭირს ამ ყველაფრის თქმა მაგრამ, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ და სიმართლე გითხრათ, გაწბილებული და მოტყუებულიც. აღმოჩნდა, რომ თურმე ხელი მოეწერა შეთანხმებას და ამ შეთანხმების მიღმა ზეპირსიტყვიერად ვიღაცა ვიღაცას გაურიგდა, რომ თურმე მელიამ უნდა გადაიხადოს გირაო. ეს არის წინაპირობა და მთელი 2 თვის განმავლობაში ჩემი ბრძოლა ახირება კი არ იყო, იდეაა ჩემი, რომ უსამართლობას თავი არ დავუხარო“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930