21-04-2021
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"-ს თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიები, რომლებმაც ხელი არ მოაწერა ევროსაბჭოს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, თვალი არა დასავლეთისკენ, არამედ ჩრდილოეთისკენ უჭირავთ და ისინი მუდმივად ჩრდილოეთის საქმეს აკეთებენ.
"გაევლო ზღვარი მეტად რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებსა და იმ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლებსაც აქვთ კონსტრუქციულად მუშაობის რესურსი. შეთანხმებას არ მოაწერა ხელი ნაც მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ, ლეიბორისტულმა პარტიამ და სწორედ ესენი არიან ის პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც თვალი უჭირავთ არა ევროპისკენ და ამერიკისკენ, არამედ სხვა მიმართულებით, ჩრდილოეთის მიმართულებით. ისინი მუდმივად აკეთებდნენ
ჩრდილოეთის საქმეს და არა დასავლურ საქმეს. ქართულ პოლიტიკაში უნდა დამკვიდრდეს სიმშვიდე და უნდა დამკვიდრდეს სტაბილურობა, რაზეც პასუხისმგებელი არის ქართული ოცნება. რადიკალების ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ იქნება და ამის გარანტი იქნება სწორედ ის შეთანხმება, რომელიც გაფორმდა საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმებით" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.