გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოზურგეთში ხანძრის შედეგად ხუთსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

22-04-2021

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე ხუთსულიანი ოჯახი ხანძრის გამო ღია ცის ქვეშ დარჩა.

„მთავარი არხი“-ს ინფორმაციით, ბურჭულაძეების სახლში ცეცხლი სავარაუდოდ ელექტროსადენებს გაუჩნდა და ხის სახლზე მალე გავრცელდა.

შენობა მთლიანად დაიწვა.

ხანძრის დროს სახლი ბებია და შვილიშვილები იმყოფებოდნენ და მათი გამოყვანა უსაფრთხოდ მოხერხდა.

ოჯახი არ დაშავებულა, თუმცა სახლიდან ნივთების გამოტანა ვერ მოასწრეს.

ცეცხლს სამი სახანძრო სამაშველო ჯგუფი აქრობდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031