გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

22-04-2021

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ვიცე-პრეზიდენტთან, ჯორჯინა ბეიქერთან.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას შორის თანამშრომლობის საკითხები.

მინისტრმა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა კორპორაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციებისთვის, მათ შორის, საფინანსო სექტორში, სოფლის მეურნეობაში, ენერგეტიკაში, ჯანდაცვის სფეროში, ინფრასტრუქტურასა და წარმოებაში.

მხარეებმა ისაუბრეს მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების და აღნიშნულ სექტორში საინვესტიციო პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობაზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა საჯარო და კერძო თანამშრომლობის მიმართულებით პარტნიორობის გააქტიურებაზე.

ჯორჯინა ბეიქერმა ფინანსთა მინისტრს მიულოცა საქართველოს მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ევრობონდების წარმატებით განთავსება, რაც მისი თქმით, ნიშნავს დიდ ნდობას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მომავალშიც განაგრძობს ქვეყნის დახმარებას, როგორც ინვესტიციების, ისე საკონსულტაციო და ტექნიკური სახის მხარდაჭერის მიმართულებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930