გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ აღაიანში 3000 ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოეხსნება

22-04-2021

შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოებს აგრძელებს. ამჟამად სასმელი წყლის რეზერვუარის მშენებლობა მიმდინარეობს.

სოფელ აღაინის მოსახლეობას წლებია სასმელი წყლის პრომლემა ჰქონდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი 750 ოჯახი, ანუ 3 000 ბენეფიციარი სასმელი წყლის მიწოდებით სოციალურ პირობებს გაიუმჯობესებს.

სამუშაოებს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ აფინანსებს და მისი ღირებულება 2 437 956 ლარია.

"მუნიციპალიტეტის მერია ცდილობს შესაძლებლობის ფარგლებში მოსახლეობა სასმელი წყლით უზრუნველყოს. პრობლემები ეტაპობრივად გვარდება და გაგრძელდება მუდმივად, რადგან სასმელი წყალი ჩვენთვის პრიორიტეტია" - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930