გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვლადიმერ იმნაძემ ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში სამუშაო შეხვედრები გამართა

23-04-2021

მიმდინარე წლის 21-22 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის უფროსი, ლელა კიკნაძე, სპეციალისტი, ზაზა კირეულიშვილი და სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის ა/რ და გურიის სამმართველოების უფროსები, ოზურგეთის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსს, ალეკო მამეშვილს და ადგილობრივ ვეტერანებს შეხვდნენ.

შეხვედრის დროს, ალეკო მამეშვილმა რეგიონში მცირე ბიზნესის განვითარების მიმართულებით მოქმედ პროგრამებზე ისაუბრა, ყურადღება, ძირითადად, გამახვილდა არასამთავრობო და კერძო სექტორის მიერ თანადაფინანსებით განხორციელებულ ბიზნეს-პროექტებზე, სადაც ვეტერანები არიან დასაქმებულნი. მხარეებმა, აღნიშნულ საკითხში, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაც დაისახეს მიზნად.

ადგილობრივმა ვეტერანებმა, ისაუბრეს მათ მიერ წამოწყებულ მცირე ბიზნესზე, რომელთაც სჭირდება ეტაპობრივი განვითარება. საუბარი შეეხო ტექნიკა-ტექნოლოგიით აღჭურვისა და მატერიალური უზრუნველყოფის საკითხებს. ვეტერანები, მეტწილად, მევენახეობის, მეცხოველეობის, მეფუტკრეობისა და მეფრინველეობის ბიზნესში არიან ჩართულები.

პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის წარმომადგნელებმა, ვეტერანებს, ბიზნეს-გეგმის ჩამოყალიბებისა და განვითარების მიმართულებით კონსულტაცია გაუწიეს. შეხვედრის დროს, ასევე, დაიგეგმა ''ვეტერან ფერმერთა ასოციაციის'' ჩამოყალიბებაც, რომელიც უზრუნველყოფს მჭიდრო ურთიერთკავშირს დონორ კომპანიებთან, რათა დაფინანსება გამარტივდეს და ბიზნესმენ ვეტერანებს შეეძლოთ, თავიანთი საქმიანობის განვითარება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930