გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სპეციალური ოპერაციების ძალებში „აისი“ და „ახალგაზრდული ლეგიონის“ წარმომადგენლების სწავლება დასრულდა

23-04-2021

ვაშლიჯვარში, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის „ახალგაზრდული ლეგიონის“ წევრების სწავლება სტრესულ სროლებში შეჯიბრით დასრულდა. მონაწილეებს სერთიფიკატები და სასაჩუქრე დაფა სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა გადასცა, მათ წარმატებები უსურვა და მომავალში თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

„აისის“ და „ახალგაზრდული ლეგიონის“ წარმომადგენლებმა ერთობლივად მიიღეს მონაწილეობა სპეცოპერაციების მებრძოლების მიერ ჩატარებულ საცეცხლე მომზადებაში, ავტომატური და სნაიპერული შაშხანით, ასევე გლოკის სისტემის პისტოლეტით ახლო მანძილზე სროლაში და დასახლებულ პუნქტში ბრძოლის ელემენტების შესრულებაში. მონაწილეებს ორი კვირის განმავლობაში ინდივიდუალური ვარჯიში საცეცხლე მომზადებაში სპეციალური ოპერაციების ძალების ინსტრუქტორების მიერ ჩაუტარდათ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის „ახალგაზრდულ ლეგიონს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. მემორანდუმის თანახმად სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლების მიზნით, ეტაპობრივად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ორმხრივი შეხვედრები, დიალოგები და კონსულტაციები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930