გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 29, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: პრეზიდენტისგან უფრო შინაარსობრივ გამოსვლას ველოდი

2-05-2018

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, გიორგი მარგველაშვილის დღევანდელი გამოსვლა პოპულისტური ხასიათის იყო.
მისივე თქმით, პრეზიდენტისგან ობიექტური საუბარი არსებულ პრობლემებზე იქნებოდა ყველაზე მისასალმებელი.
ამის შესახებ გახარიამ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

„ველოდი, გულწრფელად, აბსოლუტურად, უფრო შინაარსობრივ და ობიექტურ საუბარს არსებულ პრობლემებზე. უფრო შინაარსობრივს, იმიტომ, რომ ამ პრობლემებს ჩვენც ვხედავთ და დისკუსიის არსი უნდა ყოფილიყო ამ პრობლემების მოგვარების გზების ძებნაში. სამწუხაროდ, ეს იყო პოპულისტური გამოსვლა. განსაკუთრებით, სამწუხაროა ჩემთვის ეს ბოლო გამოსვლა. გულწრფელად გეუბნებით, რომ ველოდი უფრო შინაარსობრივ გამოსვლას, მათ შორის, ჩვენი მიმართულებითაც. მივიღეთ ის რაც მივიღეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ობიექტური საუბარი არსებულ პრობლემებზე იქნებოდა ჩვენთვის ყველაზე მისასალმებელი“- განაცხადა გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031