23-04-2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლენტეხში უკანონო სახერხი გამოავლინეს.
მოქალაქეს არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი მიწის ნაკვეთზე ჰქონდა განთავსებული. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სახერხი დანადგარი დალუქეს.
ვინაიდან, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.