გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის სამინისტრო: „ტვ პირველი“ განაგრძობს ქართული ჯარის დისკრედიტაციის მცდელობას

23-04-2021

თავდაცვის სამინისტრო ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ტელეკომპანია „ტვ პირველი“ განაგრძობს ქართული ჯარის დისკრედიტაციის მცდელობას და სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ გრძელდება ინფორმაციის მიკერძოებული გავრცელების პრაქტიკა.

ამჯერად ტელეკომპანიის სიუჟეტი ეხებოდა აუდიტის სამსახურის დასკვნას 2019 წლის ფინანსური ანგარიშგების შესახებ, რაზედაც თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ამომწურავი და სრული ინფორმაცია.

საუბარია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ მემკვიდრეობით გადმოცემული ქონების შეფასებაზე, რომელიც უწყებას მოჰყვება და აღნიშნული პრობლემა 2020 წელს იქნა აღმოფხვრილი.

რაც შეეხება დასკვნაში გადმოცემულ ფაქტებს, საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ფინანსური ანგარიშგების თვალსაზრისით ანგარიშგების გაუმჯობესების მიზნით თავდაცვის სამინისტრომ 2020 წელს გაატარა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს მონაცემებს შორის ცდომილების მინიმუმამდე დაყვანას.

გარდა ამისა აუდიტის სამსახურთან შეთანხმებული სამოქმედო გეგმის მიხედვით რეკომენდაციების შესრულება ამ ეტაპზეც გრძელდება.

ფინანსური ინფორმაციის სანდოობის, ნაშთებისა და ოპერაციების ურთიერშესადარობის გაუმჯობესებისა და აღრიცხვის დროულობის, სისრულისა და სიზუსტის მიმართულებით გაცემულ რეკომენდაციებს თავდაცვის სამინისტროს მიერ უკვე 2020 წელს გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ფინანსურ ანგარიშგებაში არსებული პრობლემების, კერძოდ ფინანსურ აღრიცხვაში არსებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად.

აღსანიშნავია, რომ დებიტორული დავალიანების დიდი ნაწილი 238,964,804 ლარი არის 2010 წლამდე არსებული დავალიანება,რომელიც ეხება წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს.

აღნიშნულ საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისად თანხები აღრიცხულია როგორც ვალდებულება უწყების წინაშე.

სამინისტროს მიერ რიგ შემთხვევაში ხდება განუბაჟებელ საქონლის თანხობრივად აღრიცხვა, თუმცა მსგავსი ტიპის აღრიცხვა არ წარმადგენს სრულყოფილი აღრიცხვის ფორმას, ამიტომ სამინისტროს მიერ ხდება ფინანსური ანგარიშგების ძირეულ პრობლემებზე კონცენტრირება და გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

რაც შეეხება ჯართის რეალიზაციის პროცედურის რისკებსა და ნაკლოვანებებს, აღნიშნული მიგნება თავად უწყების შიდა აუდიტის მიერ იქნა აღმოჩენილი, რაზედაც ბუნებრივია პრევენციულ ზომებს გავატარებთ“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930