გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: პრეზიდენტის გამოსვლისგან გაცილებით უფრო მეტს ველოდებოდი

2-05-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის გამოსვლისგან მეტ სიღრმესა და ანალიზს ელოდა. 
მისივე თქმით, პრეზიდენტს გაცილებით ფართოდ უნდა მიმოეხილა ის პრობლემატიკა, რაც დღეს ქვეყანაში არის.
ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტში პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის დღევანდელი გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

„მე პირადად მქონდა მოლოდინი, რომ პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა ამ რანგში იქნებოდა გაცილებით უფრო ღრმა, მეტი ანალიზით, უფრო კონცენტრირებული, იქნებოდა პრობლემების მეტი ანალიზი და ასევე საუბარი შეეხებოდა მათი მოგვარების გზებს. 
მან ისაუბრა ქვეყანაში სოციალურ მდგომარეობასა და პრობლემებზე, რასაც ჩვენ არათუ არ უარვყოფთ, არამედ ხელისუფლების ყველა შტო მუშაობს აქტიურად, რათა ქვეყანა წინ წავიდეს ამ მიმართულებით. მან ისაუბრა ინსტიტუციებისადმი უპატივცემულობასა და ინსტიტუტების დაკნინებაზე, როდესაც თვითონ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ მათ შორის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები და ა.შ.
ვფიქრობ, პრეზიდენტს გაცილებით ფართოდ უნდა მიმოეხილა ის პრობლემატიკა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში არის და პრეზიდენტის ინსტიტუტის უფრო მეტი გამაერთიანებლის ფუნქცია უნდა გამოეჩინა. მართალი გითხრათ, გაცილებით უფრო მეტს ველოდებოდი ამ გამოსვლისგან“- განაცხადა პრემიერმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2018    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031