23-04-2021
ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, პირველ მოადგილესთან გიორგი მახათაძესთან ერთად, საგანგებო სამუშაო შეხვედრა გამართა ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მწარმოებელ კონტრაქტორ მეწარმეებთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბოლო დღეებში ონის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად მოდიდებული მდინარეების მიერ დაზიანებული ინფრასტრუქტურის დროული აღდგენის საკითხს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად გაუწევს კონტროლს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
აღსანიშნავია რომ ადიდებულმა მდინარეებმა განსაკუთრებით ზიანი მიაყენა სოფელ ღებს ( ჭალეებისუბანი), გლოლას, უწერას(ჟამიერეთუბანი), შარდომეთსა და სორს
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ვადებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.