გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოლომონ პავლიაშვილი: აუცილებელია, შევქმნათ მოდელი, რომელიც საშუალებას მოგვცემს შევამციროთ ბუნებრივ რესურსებზე ზეწოლა

24-04-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ კომპონენტის „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ფარგლებში, საკოორდინაციო საბჭოსა და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე აღნიშნა, პროექტი ახალი გამოწვევაა და იგი ხელს შეუწყობს საქართველოში ცირკულარული მოდელის იმპლემენტაციას.

„აუცილებელია, შევქმნათ ისეთი მოდელი, რომელიც საშუალებას მოგვცემს შევამციროთ ბუნებრივ რესურსებზე ზეწოლა, შევქმნათ უნარჩენო ტექნოლოგია ქვეყანაში და წავახალისოთ ცირკულარული ეკონომიკის მოდელი. ერთიანი ძალისხმევით, ეს პროექტი წარმატებული იქნება”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

პროექტი „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ და მიზნად ისახავს, საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკის სამიზნე მაჩვენებლების და ცირკულარული მიზნების განსაზღვრასა და დადგენას, ცირკულარული ეკონომიკის ინიციატივებისათვის პრიორიტეტული დარგების განსაზღვრას და საქართველოსთვის ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიისათვის რეკომენდაციების შემუშავებას, რათა დაჩქარდეს ქვეყანაში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესი.

საკოორდინაციო საბჭო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაამტკიცა და იგი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს აღნიშნული მიზნების შესრულებისთვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930