გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯუანშერ ბურჭულაძე უწყების მისამართით გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა

24-04-2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე უწყების მისამართით გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა და თავდასხმა ქართულ ჯარზე. მისი განცხადებით, უსაფუძვლო ბრალდებები ქართულ ჯარში იმ უპრეცედენტო აღმშენებლობის პროცესს უკავშირდება, რომელიც პრემიერის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო და კვლავაც გრძელდება. მან აბსურდი უწოდა ბრალდებებს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს სამხედროებზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას და აღნიშნა, რომ ქართული ჯარის მხარდაჭერა, სწორედ იმ წარმატებულმა რეფორმებმა განაპირობა, რაც უწყებაში ბოლო პერიოდში განხორციელდა.

ჯუანშერ ბურჭულაძე გარკვეული მედიასაშუალებების მიერ აუდიტის დასკვნის ინტერპრეტაციასაც გამოეხმაურა. „ეს არის წინა ხელისუფლების ჩინოვნიკების მიერ მიტაცებული თანხები, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება და ბუნებრივია, ეს არის დებიტორად აღრიცხული ჩვენს ბალანსში. უნდათ, რომ ეს წარმოაჩინონ ჩვენი ხელისუფლების ნაკლოვანებად. ჩვენ პირიქით, გავასწორეთ აღნიშნული მონაცემები ბალანსში და 2020 წელი იქნება გასწორებული საბჭოთა მემკვიდრეობიდან მოყოლებული. ეს ვერ შეძლო ვერცერთმა ხელმძღვანელობამ“, - განმარტა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930