გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი მთავრობის წევრებთან ერთად აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

24-04-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. პრემიერ-მინისტრმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

აფხაზეთის შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირება და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენება მოხდა. იდენტიფიცირებულია 6 სამხედრო პირის და 7 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ნეშტები ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით მოიძიეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930