გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გაჩეჩილაძე პრეზიდენტს სახელმწიფო უსაფრთხოების შერყევის მცდელობაში სდებს ბრალს

2-05-2018

პარლამენტარი, გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფოს უსაფრთხოების შერყევის მცდელობაში სდებს ბრალს.
მისი თქმით, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნასა და მის სტატუსთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო პარლამენტმა სწორედ იმიტომ დაძლია, რომ ის ტერორისტული აქტებისა და ზოგადად, დესტაბილიზაციის პრევენციას ახდენს. 
ამის შესახებ გაჩეჩილაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის რანგში მარგველაშვილი ბოლო მოხსენებით წარდგა. 
„ბატონო პრეზიდენტო, მაშინ, როდესაც თქვენ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნასა და მის სტატუსთან დაკავშირებით ვეტო დაადეთ კანონს, იქიდან გამომდინარე, რასაც მე ვამბობ, ეს იყო სახელმწიფოს უსაფრთხოების შერყევის ერთ-ერთი მცდელობა. 
მოგეხსენებათ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს - ის აკვირდება სხვადასხვა მიმართულებით, რომ ტერორისტული აქტები, დესტაბილიზაცია და ა.შ. არ მოხდეს ქვეყანაში. 
ამიტომ, ვფიქრობ, რომ პარლამენტში უმრავლესობამ ვეტო დაძლია და ამით ქვეყანას შეუნარჩუნა ის უსაფრთხოების სისტემა, რომელსაც კიდევ სჭირდება გაძლიერება“- განაცხადა გაჩეჩილაძემ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930