გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აფხაზეთის მთავრობა ძვირადღირებული სერვისის მქონე ავტომობილების ჩანაცვლების მიზნით, ახლის შეძენაზე ტენდერს აცხადებს

25-04-2021

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის განცხადებით, აფხაზეთის მთავრობა ძვირადღირებული სერვისის მქონე ავტომობილის ჩანაცვლების მიზნით, ახლის შეძენაზე ტენდერს აცხადებს.

"აფხაზეთის ა.რ. მთავრობის აპარატის ბალანსზე რიცხული მაღალძრავიანი და ძვირადღირებული სერვისის მქონე ავტომობილის ჩანაცვლების მიზნით, (რომლის ექსპლუატაცია საწვავის ხარჯისა და წარმოების წელის გათვალისწინებით დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის,”სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურეობრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის #121 დადგენილების, "კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს #446 დადგენილებისა და “სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2021 წლის 12 იანვრის #6 დადგენილების მოთხოვნათა სრული დაცვით აფხაზეთის ა.რ. მთავრობის აპარატის მიერ 2021 წლის 22 აპრილს მიერ გამოცხადებულ იქნა ელექტრონული ტენდერი ავტომობილის შესყიდვის მიზნით" - განაცხადეს უწყებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930