გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დარბაზის დატოვების ფაქტს უპატივცემულობად აფასებს

2-05-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ პარლამენტის დარბაზის დატოვების ფაქტს უპატივცემულო ქმედებას უწოდებს. 
მისი თქმით, ეჭვი ჩნდება, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი იყო.
„ის, რაც გააკეთა ბატონმა გიორგიმ სამწუხაროა. ესაა საქართველოს კანონმდებლობისა და ინსტიტუტის - საქართველოს პარლამენტის უპატივცემულობა. მე ისეთი ეჭვი მიჩნდება, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი ნაბიჯი იყო“- განაცხადა კობახიძემ.
გიორგი მარგველაშვილის უკმაყოფილება სხდომის ფორმატმა გამოიწვია. 
მისი თქმით, დეპუტატების გამოსვლის დროს მათთან უშუალო დებატების საშუალება უნდა მიეცეს, რაზეც კობახიძისგან უარის მიღების შემდეგ, დარბაზი დატოვა.
„გააკეთეთ ცვლილება ისე, რომ მე დებატების საშუალება მქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დავტოვებ დარბაზს“- განაცხადა პრეზიდენტმა. 
კობახიძის განმარტებით კი, ეს პარლამენტის რეგლამენტაციას ეწინააღმდეგება. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930