გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
28 აპრილს აბიტურიენტების კითხვებს ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელი უპასუხებს

26-04-2021

გრძელდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრები ელექტრონულ ფორმატში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან.

28 აპრილს, 15:00 საათიდან 16:00 საათამდე აბიტურიენტების კითხვებს უპასუხებს და 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელი ნანა ლოლაძე.

შეხვედრა ტრადიციულად Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო ღია კარის დღეები ონლაინ მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე გამართა. შეხვედრებში მონაწილეობას ცენტრის წარმომადგენლები და საგნობრივი ჯგუფის წევრები იღებდნენ. 22 აპრილიდან შეხვედრები ოდნავ განსხვავებული ფორმატით იმართება - ყოველი ოთხშაბათი კონკრეტულ საგანს ეთმობა. შეხვედრა უკვე შედგა უცხოური ჯგუფის ხელმძღვანელთან.

მომდევნო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge  გამოქვეყნდება.

გარდა ამისა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტების მეტი ინფორმირებულობის მიზნით „ტელესკოლასთან“ ერთად მოამზადა საინფორმაციო ვიდეორგოლები  - ცენტრის საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლები დეტალურად საუბრობენ კონკრეტული გამოცდის შესახებ და აბიტურიენტებს ინფორმაციას აწვდიან როგორც ტესტის შინაარსობრივი ნაწილის, ასევე საგამოცდო პროცესის შესახებ. ვიდეორგოლების ნახვა ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზეა შესაძლებელი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930