გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

26-04-2021

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ,,სარფი" და ,,ნინოწმინდა", ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვისა და რისკის პროფილის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის თ.კ.-სა და საქართველოს მოქალაქის გ.ჯ.-ს ავტოსატრასპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, აქციზური მარკების გარეშე 3360 ღერი არადეკლარირებული, სიგარეტი გამოავლინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930