27-04-2021
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 373 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 217 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 156 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 578 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 305 850-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.19%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.48%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 909 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 287 938-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 060 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 578 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 001 შემთხვევა, აჭარა - 128, იმერეთი - 89, ქვემო ქართლი - 56, შიდა ქართლი - 61, გურია - 39, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84, კახეთი - 63, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 826, საიდანაც: 3 644 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 999, აჭარაში - 418, იმერეთში - 413. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 658 პირი, მათ შორის, თბილისში - 309, აჭარაში - 74, იმერეთში -87. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 142 პირი, მათგან თბილისში - 97, აჭარაში - 11, იმერეთში - 11. 694 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 375 - თბილისში, 292 - აჭარაში. 9 488 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 222 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 218, ხოლო აჭარაში - 3.
სულ 6 ოქტომბრიდან - 26 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 521 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 266 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 781 პირი, აჭარაში - 2 475, იმერეთში - 1 669.