27-04-2021
ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდარული მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კახი კავსაძეს 28 ნოემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა. თავდაპირველად მისი მდგომარეობა მძიმე იყო და ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფედა. 15 დეკემბერს იგი ვირუსისგან გამოჯანმრთელდა თუმცა, მალევე მისი საავადმყოფოში მოთავსების აუცილებლობა ხელახლა შეიქმნა.
ის რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდა.
კახი კავსაძეს ქართული თეატრის სცენაზე და ქართულ კინოში უამრავი დასამახსოვრებელი სახე აქვს შექმნილი.